თავში

NATO-ს ეგიდით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვრთნა ჩატარდა

NATO-ს ეგიდით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვრთნა ჩატარდა
NATO-ს ეგიდით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვრთნა ჩატარდა

ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად, გერმანიის ნაცვლად, საქართველოში ჩატარდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად ვაზიანში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო მისიისთვის მომზადების პროცესს გაეცნო, საჩვენებელ სწავლებას დაესწრო და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებული საერთაშორისო მისია უსურვა.

"დღეს ამერიკელმა და ქართველმა სამხედროებმა დაასრულეს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა სწავლება. ამ სერტიფიცირების სწავლების ჩატარება კიდევ ერთი ნათელი წერტილია აღნიშნული პროგრამის, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის. საქართველომ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ერთგულია ნატოს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს ამ მისიებში მონაწილეობისათვის,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დასკვნით წვრთნებში, რომელიც ოთხთვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 600-მა სამხედრო მოსამსახურემ. დღემდე გადასროლის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა შესაბამისი წვრთნა და ამერიკელებთან ერთად იმსახურა ISAF-ის და RSM-ის ოპერაციებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system