თავში

NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სოფელი ოძისი მოინახულა

NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სოფელი ოძისი მოინახულა
NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სოფელი ოძისი მოინახულა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა, სადაც მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ გააცნო არსებული ვითარება და ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც დღეს აქ, საოკუპაციო ხაზთან მოვისმინე. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლსა და აქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რაც მივიღე მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ჯანდაცვისა და ვაჭრობის კონტექსტში, ასევე იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც აღნიშნული ადმინისტრაციული საზღვრით არიან ერთმანეთს დაშორებული.NATO-სთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბარიერების აღმართვა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას. აუცილებელია, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ ყველანაირ ძალისხმევას და საერთაშორისო მოლაპარაკებებს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად," - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.

"მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს ვიზიტი დაიწყო სწორედ საოკუპაციო ხაზზე. დღეს ვიმყოფებით ახალგორის მიმართულებით, სადაც ჩანს მავთულხლართები და რუსული საოკუპაციო ბაზები. ეს კიდევ ერთხელ არის იმ მხარდაჭერის ხაზგასმა, რომელიც საქართველოს გააჩნია თავის პარტნიორების და კონკრეტულად NATO-ს მხრიდან," - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system