თავში

NATO-ს გენერალური მდივანი მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს დაეხმარონ

NATO-ს გენერალური მდივანი მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინასა და საქართ
NATO-ს გენერალური მდივანი მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს დაეხმარონ

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გაზრდისთვის რესურსები უზრუნველყონ. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ ამ რეგიონში პარტნიორებთან, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ და მე მოვუწოდებ მოკავშირეებს, უზრუნველყონ აუცილებელი რესურსები და პერსონალი, რათა პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდა უზრუნველყოფილი იყოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე დაეხმარება და მხარს დაუჭერს.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების განხორციელებაში. სწორედ ეს არის საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობის მიზანი“ ,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system