თავში

NATO-ს გენერალური მდივანი: საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას

NATO-ს გენერალური მდივანი: საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას
NATO-ს გენერალური მდივანი: საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

როგორც report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სტოლტენბერგმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო, 3-4 აპრილს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეზღუდული ფორმატის ჩატარებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

თავის მხრივ მინისტრმა ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ზომების შესახებ. საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა NATO-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. გენერალური მდივანი ასევე მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.

როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მხარდასაჭერად დამატებით ზომებზე. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია ხელს არ შეუშლის NATO-საქართველოს თანამშრომლობას და მომავალში შენარჩუნდება დღეს არსებული პოზიტიური დინამიკა. ასევე განხილულ იქნა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში უახლოეს მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system