თავში

NATO-ს კომუნიკე: მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი

NATO-ს კომუნიკე: მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი
NATO-ს კომუნიკე: მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი

ჩვენ კიდევ ერთხელ მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, იმას რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურებით.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი გარედან ჩარევის გარეშე.

როგორც გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან საკითხების ფართო სპექტრში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რომელიც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას "საქართველოს წინსვლის გზა" და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას ყველა მხარის მიერ.

ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანებისთვის მზადების პროგრესში. ჩვენ ერთგული ვრჩებით NATO-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის სრულად გამოყენების, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის", – ნათქვამია NATO-ს სამიტის კომუნიკეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system