თავში

NATO-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოშია

NATO-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოშია
NATO-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოშია

NATO-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოშია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლების რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

მათ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წარმომადგენლები პლენარულ სხდომას გამართავენ და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს დეტალურად გაეცნობიან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები პრემიერმინისტრთან და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system