თავში

NATO-ში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული - გიორგი კანდელაკი

NATO-ში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული - გიორგი კანდელაკი
NATO-ში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული - გიორგი კანდელაკი

NATO-ს არაერთი სამიტი ჩატარდა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არანაირი რეალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ძალიან რთულ საკითხში წინსვლა ყოფილიყო, ამისთვის საქართველოს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი თავად საქართველოს მიერაა გაყინული.

„სიმართლე ისაა, რომ NATO-ში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული და ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თანამშრომლობა არის NATO-სთან, ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული. სწორედ ეს წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის გენერალურ ხაზს. NATO-ს არაერთი სამიტი ჩატარდა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არანაირი რეალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ძალიან რთულ საკითხში წინსვლა ყოფილიყო, ამისთვის საქართველოს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს. ასე რომ, სწორედ ეს არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრობლემა ასევე იმასთან ერთად, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, რუსეთ-დასავლეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი თავად საქართველომ გააქრო და ამის დასტურია ის, რომ უმაღლეს დონეზე რუსეთისა და დასავლეთის ლიდერებს შორის გამართულ დისკუსიებში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი პრაქტიკულად აღარ ფიგურირებს. თუ კი თავად საქართველო არ მოახდენს ამ საკითხის წამოჭრას და მეგობრებთან მუშაობას იმისთვის, რომ შემდეგ რუსეთთან წამოჭრან დეოკუპაციის საკითხი, ამას საკუთარი ინიციატივით, რა თქმა უნდა, არავინ არ გააკეთებს“, - განაცხადა კანდელაკმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system