თავში

NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება

NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება
NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება

NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება. ის ამ პოსტზე ალექსანდრე მაისურაძეს ჩაანაცვლებს. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით ალექსანდრე მაისურაძეს ამოეწურა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა. ის მუშაობას ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად გააგრძელებს. 

„NATO-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შესრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა, ამიტომ მივიღეთ გადაწყეტილება, მისის გამოცდილება, მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად. ამიტომ ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დილიძე, რომელიც იქნება ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღესვე ასევე, ცნობილი გახდა, რომ ტანამდებობას ტოვებს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. ის ავსტრიაში ელჩად ინიშნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system