თავში

"ნაცებს" არჩევნებში მარტოც მოვუგებთ - ზილფიმიანი

"ნაცებს" არჩევნებში მარტოც მოვუგებთ - ზილფიმიანი
ნაცებს არჩევნებში მარტოც მოვუგებთ - ზილფიმიანი

არჩევნებში, მარტო ორი პარტია, "ევროპელი სოციალისტები" და "ნაციონალური მოძრაობა", რომ იღებდეს მონაწილეობას, დღესაც კი მოვუგებდით "ნაცებს", - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

"ვიდრე კომისია არ დაამთავრებს მუშაობას, რიგგარეშე არჩევნები არარელევანტურია, თუმცა, თუ შევთანხმდებით პლებისციტზე, ეს კარგიც იქნება. ძველმა გვარდიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ", ისეთი კატასტროფული სიჩქარით დაკარგა რეიტინგი, შეკითხვა რომ დასვას რომელიმე ტელევიზიამ ან კვლევითმა ორგანომ - მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას, "ევროპელი სოციალისტები" და "ნაციონალური მოძრაობა", ვის მისცემდით ხმას, დღესაც კი მოუგებს "ევროპელი სოციალისტები" "ნაცებს", იმდენი სისულელე ჩაიდინეს, სისულელე არ ჰქვია, უფრო ბოროტება ჰქვია", - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისა, 4 დეპუტატით დაკომპლექტდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system