თავში

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს - ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს - ცისკარიშვილი
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს - ცისკარიშვილი

ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს, რადგან ახლა ბოიკოტს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

ცისკარიშვილის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ქართული ოცნების” სურვილი არ უნდა შეასრულოს და პარლამენტში მარტო არ უნდა დატოვოს.

"ჩემი პირადი აზრია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს. ერთპარტიული პარლამენტი აღარ არსებობს, რაც "ქართული ოცნებისთვის" ძალიან მწარე აბი იყო გადასაყლაპად, მაგრამ გავიდა თვეები, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს. უკეთესი იქნებოდა უფრო მეტ დათმობაზე წამოგვეყვანა "ქართული ოცნება" და ეს ბოიკოტი რამდენიმე თვე, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებამდე გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგანაც ეს ვერ მოხერხდა, არ მგონია, რომ "ქართული ოცნება" იქ მარტო უნდა დავტოვოთ და მათი სურვილი შევასრულოთ, როდესაც პარლამენტში ისინი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე არიან" - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system