თავში

"ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ინიციატივას მხარს დაუჭერს

"ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ინიციატივას მხარს დაუჭერს
ნაციონალური მოძრაობა ლელოს ინიციატივას მხარს დაუჭერს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ფრაქცია "ლელოს" ინიციატივას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"ელექტროენერგიის ტარიფები, ნამდვილად ძალიან მძიმედ აწევს ჩვენს მოსახლეობას. რა თქმა უნდა ამას ხვდება თითოეული ჩვენგანი და ეს არის საზრუნავი ყველა ადამიანის და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის. ამის გარშემო საუბრის დაწყება კოლეგებთან აუცილებელია და ამას აუცილებლად დავიწყებთ.

გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, პარლამენტში მხარი დავუჭიროთ "ლელოს" მიერ ინიცირებულ ანტიკორუფციულ კომისიას. ერთ-ერთ მიმართულებად ამ კომისიაში თუ განხილული იქნება კორუფცია ენერგეტიკაში - ესეც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ "ქართულ ოცნებას" არ მივცეთ მანევრირების საშუალება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system