თავში

,,ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღებს დებატებში, სადაც "ქართული ოცნება" არ იქნება

,,ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღებს დებატებში, სადაც "ქართული ოცნება" არ იქნება
,,ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს დებატებში, სადაც ქართული ოცნება არ იქნება

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დებატებში, სადაც "ქართული ოცნება" არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ report.ge-ს პარტიიდან აცნობეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა, წინასაარჩევნო კამპანიას აზიანებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" არ არის სასიამოვნო იმ პოლემიკაში შესვლა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი ინიციატივით არ დაწყებულა. ჩვენ მუდმივად მოპასუხის როლში ვიყავით.

ბუნებრივია ყველა ხვდება როგორი ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგევართ - ან ქვეყანა დაიღუპება, ან გადავარჩენთ და ყველანი ერთად ჩავებმევით იმ ფერხულში, რომელსაც ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა ჰქვია.

ასეთ დროს ოპოზიციას შორის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა დამაზიანებელია მთელი კამპანიისთვის.

არ მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი ჩვენი მომავალი მოკავშირეები არიან. კონკურენტი მხოლოდ მმართველი პარტიაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დიაკუსიაში მონაწილეობას. ეს საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system