თავში

"ნაციონალური მოძრაობა" კვლავ დარჩება მთავარ დესტრუქციულ ძალად" - სარჯველაძე

"ნაციონალური მოძრაობა" კვლავ დარჩება მთავარ დესტრუქციულ ძალად" - სარჯველაძე
ნაციონალური მოძრაობა კვლავ დარჩება მთავარ დესტრუქციულ ძალად - სარჯველაძე

"არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები უნდა გააჩინოს საზოგადოებაში ამ ცვლილებებმა", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებს.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მეტად დესტრუქციული გახდება.

"არ მგონია, "ნაციონალური მოძრაობა" ამით რამენაირად იცვლიდეს თავის სახეს, რეალურად ის კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად. ალბათ, ერთადერთი მოსალოდნელი თუ იქნება გამწვავება იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტად დესტრუქციული და აქტიური გახდეს საკუთარი დესტრუქციული გეგმების განხორციელებაში. სხვა მოლოდინები არც უნდა გვქონდეს", – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობაში" სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system