პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა " 29 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს. ამის შესახებ დიმიტრი შაშკინი, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში ოფიციალურ Facebook გვერდზე წერს.
"29 ოქტომბერს, 18:00 საათზე - ქართველი ხალხის დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე!
ვაჩვენოთ ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და ურყევი ნება - გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და გავაცილოთ უზურპატორი ოლიგარქი ხელისუფლებიდან.
გელოდებით ყველას!", - წერს დიმიტრი შაშკინი.