თავში

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შემოვა - იაგო ხვიჩია

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შემოვა - იაგო ხვიჩია
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შემოვა - იაგო ხვიჩია

"ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, თუ როგორ უყურებს კანონპროექტს და ასევე შემოდის თუ არა პარლამენტში, ეს იქნება მნიშვნელოვანი იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა, - ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტი მიღებული უნდა იყოს კონსესუსის სახით, მრავალპარტიული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. 

"ამნისტიის კანონპროექტი მიღებული უნდა იყოს კონსესუსის სახით, მრავალპარტიული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ვეცდები, ამის მიღწევას, მაგრამ არ ვიცი, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია. მათი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების სრულყოფილად რეალიზებისთვის. თქვენ მეკითხებით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შემოვიდეს თუ არა პარლამენტში? - რასაკვირველია. როცა ხელშეკრულების ერთ პუნქტს დათანხმდი, სხვა პუნქტს არ თანხმდები და პროცესის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებ, არარაციონალურთან ერთად, არაადეკვატურია. მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სრული შემადგენლობით პარლამენტში შემოვა. ვფიქრობ, ამნისტიის შესახებ კანონი მიღებული უნდა იყოს და შარლ მიშელის დოკუმენტი რეალიზებული", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system