თავში

"ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს

"ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს
ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში საპროტესტო აქცია მსვლელობას მართავენ. ისინი 14:00 საათიდან ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ, ხოლო რამდენიმე წუთის წინ მსვლელობით სანაპიროსკენ მიემართებიან.

2 საათის განმავლობაში ისინი დედაქალაქის ორივე სანაპიროს საავტომობილო გზის ბლოკირებას გეგმავენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და მის სახელს სკანდირებენ.

მეტროსადგურ "ავლაბართან" შეკრებილებს მსვლელობის დაწყებამდე სიტყვით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ .

მან მოსახლეობას ყოველდღიურად საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში.

„ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლა არის საჭირო, რომელიც აუცილებლად გამოიტანს შედეგს. ის, რასაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რაც დღეს მორიგჯერ ვიხილეთ, რომ დატყვევებულ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, არ ეძლევა უფლება, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთი ისარგებლოს, ამის უფლებაც კი არ ეძლევა და მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა საფუძვლებს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად, რომ თითქოს სადღაც ეფემერულად 400-500 კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგება თურმე გზები და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდინარე, ციხეში დამწყვდეული ადამიანი არ მიჰყავთ უკვე მეორეჯერ უსამართლო სასამართლოშიც კი. მათ უნდათ, რომ ამ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზრდოოს საზოგადოება. ხალხო, საქართველოს მოქალაქე ქუჩაში ყოველდღიურად! საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში", - განაცხადა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system