თავში

"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში აქციას მართავს

"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში აქციას მართავს
ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში აქციას მართავს

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს და საკრებულოში არსებულ ვითარებას აპროტესტებს.

როგორც ენმ-ის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელი "ქართული ოცნებაა", რომელმაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და მათ ერთი მანდატი მოიპარა და ოპოზიციას მანდატი დააგარკინა.

"ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ "ქართული ოცნების" ქმედებებს ზუგდიდში. დღეს რომ ზუგდიდში პოლიტიკური კრიზისია, ვერ ირჩევა საკრებულოს თამვჯდომარე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სრულყოფილად თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ზუგდიდის მერი, რაც აისახება თითოეული ზუგდიდელის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარესობისკენ, ეს არის ქართული ოცნების დამსახურება.

"ქართულმა ოცნებამ" საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან მირანდა მესხთან ერთად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ჩვენ წაგვართვა ერთი მანდატი და ამით დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, რომელიც აუცილებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის. მათ ზუგდიდელებს წართვეს თავისუფალი არჩევანი", - თქვა წითლიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system