თავში

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მსვლელობა და აქცია ბათუმში

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მსვლელობა და აქცია ბათუმში
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მსვლელობა და აქცია ბათუმში

ამ წუთებში ბათუმში მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხვდებიან და სიტყვით მიმართავენ. 

მანამდე პარტიის მხარდამჭერებმა ქუჩებში მსვლელობა გამართეს და ბულვარში კოლონადებთან გაემართენ, სადაც აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. 

პარტიის ინფორმაციით, ეს არის წინასაარჩევნო შეხვედრა მათ ამომრჩეველთან. 

ბათუმის ბულვარში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გაერთიანებული ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტის წევრობის სამი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი წარადგინა. ესენი არიან ლევან ვარშალომიძე, გიორგი კირთაძე, მიშა ბოლქვაძე, ბონდო თედორაძე, ელგუჯა ბაგრატიონი.

დღევანდელ ღონისძიებას მამის გარდაცვალების გამო აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ვერ ესწრება. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ოჯახური მწუხარების - მამის გარდაცვალების გამო ფიზიკურად თქვენთან ვერ ვიმყოფები. თუმცა თქვენთან ერთად დავძლევთ სიდუხჭირეს და შევქმნით ძლიერი სახელმწიფოს მყარ საფუძველს - მდიდარ ოჯახს. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, რომ არცერთი მოქალაქე დამარცხებულად თავს არ იგრძნობს" ,- ნათქვამია ვარშალომიძის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system