თავში

ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს

ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს
ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. განსახილველი საკითხი საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლის საკითხია. 

პარტიის წევრებმა სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთეს. 

"პარტია უნდა იყოს როგორც პარლამენტს შიგნით, ისე მის გარეთ, ასევე უნდა იყოს ძლიერი საერთაშორისო სარბიელზე. ყველა ეს კომპონენტი ავსებს ერთმანეთს და უნდა იყოს ოპოზიციის გამარჯვების საწინდარი. დღეს, ამ შექმნილ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ასე იქნება თუ ისე, ყველა გადაწყვეტილება უნდა მოემსახუროს მთავარ მიზანს, რომ ეფექტურად გამოვიდეს „ნაციონალური მოძრობა“ თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, ყველა წევრი და მხარდამჭერებიც დაემორჩილებიან მას და შემდეგი ნაბიჯებიც ამ გადაწყვეტილებასთან იქნება კოორდინირებული“, – განაცხადა  ნუგზარ წიკლაურმა. 

"ამ არალეგიტიმურ პარლამენტში "ნაციონალურ მოძრაობას, ჩემი აზრით, არაფერი არ ესაქმება. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის საპარლამენტო ტრიბუნის და სხვა საპარლამენტო ბერკეტების თუ სიკეთეების მნიშვნელობა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system