თავში

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. ელექტრონული კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. 

64.9% ნიკა მელია, 36.1% ლევან ვარშალომიძე - ასეთია წინასწარი შედეგები. კვირას კი პარტიის ყრილობა ჩატარდება, სადაც მელიას ოფიციალურად აირჩევენ პარტიის თავჯდომარედ. 

მელიას გამარჯვება მიულოცა მისმა კონკურენტმა. 

"ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ! ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო!

ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება" - დაწერა ლევან ვარშალომიძემ სოციალურ ქსელში. 

ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ განცხადება გაავრცელა თავად პარტიამ: 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ეს არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს. ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს.
ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს. ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო ყალბ პროფილებთან/გვერდებთან დაკავშირებით ან ხვალ 12 სთ-დან, მობრძანდეთ ენმ-ის ცენტრალურ ოფისში (მის. კახეთის გზატკეცილი 45ა) და ჩაერთოთ ხმის მიმცემთა სიის გადამოწმების ღია პროცესში"-
აღნიშნულია განცხადებაში. 

ენმ-ის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა და ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system