თავში

"ნაციონალურმა მოძრაობამ" არგუმენტი მისცა "ქართულ ოცნებას" - სამადაშვილი

"ნაციონალურმა მოძრაობამნებას" - სამადაშვილი
ნაციონალურმა მოძრაობამ არგუმენტი მისცა ქართულ ოცნებას - სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებამ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, დამატებითი არგუმენტი მისცა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ამ შეთანხმების ჩაშლა სურდა და გარკვეულწილად, საბაბად გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომ დოკუმენტს არ შეერთებოდა, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

„ამ ვითარებაში, იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ მარტო დავტოვოთ შეუსრულებელ ვალდებულებებთან და დამატებითი არგუმენტები გამოვაცალოთ, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სწორი იყოს, რომ თქვან, უერთდებიან შეთანხმებას და თვითმმართველობის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ქვეყნის მომავალზე, რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯი. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მსგავსი განაცხადი დეკლარაციის დონეზე შესაძლოა, პოლიტიკურად იყოს სწორი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ"  19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გუშინ, 28 ივლისს ბრიფინგი ჩაატარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system