თავში

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გიორგი გახარია პარლამენტში დაიბარა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გიორგი გახარია პარლამენტში დაიბარა
ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი გახარია პარლამენტში დაიბარა

დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრისგან ითხოვს პასუხს, თუ რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში, რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარობის გაუარესებაზე და რა ზომებს იღებს მთავრობა მის გამოსასწორებლად.

გარდა ამისა, საპარლამენტო ფრაქციას სურს, პრემიერისგან მოისმინოს, თუ რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში და როგორ აპირებს პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას ხელისუფლება, მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში.

"2013 წლიდან ქვეყანაში სიღარიბე უკიდურესად გაიზარდა, მათ შორის, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში, ბავშვებსა და პენსიონერებში. ამ დროს კი ქართული ოცნების ხელისუფლება, ე.წ. დახმარების პაკეტიდან თანხებს პარტაქტივისა და მათთან აფილირებული ბიზნესმენების გასამდიდრებლად იყენებს. ამ გეგმაში ერთი თეთრიც არ არის გათვალისწინებული პენსიონერებისთვის, 600 ათასი თვითდასაქმებულისთვის, 165 ათასი სოცდაუცველისთვის, 100 ათასამდემდე შშმ პირისა და დევნილებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ინტერპელაციის წესით, გიორგი გახარიას იბარებს პარლამენტში; მას კონსტიტუცია ავალდებულებს, მობრძანდეს პარლამენტში და პირადად გასცეს იმ შეკიხვებს პასუხები, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ" -  განაცხადა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.  

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით განსაზღვრული წესის თანახმად, 29 მაისს ელის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system