თავში

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

"ბოლომდე ბრძოლაში, მტკიცედ, ცოდნით და შესაბამისი უნარებით ჩვენ შევალთ და გამარჯვებული გამოვალთ ქართველ ხალხთან ერთად, რომ გავათავისუფლოთ მიტაცებული საქართველო, რომ ამ ქვეყნიდან თვიდან თვემდე ათასობით ადამიანი ლუკმაპურის საშოვნელად თავქუდმოგლეჯილი არ გარბოდეს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიამ სამსაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაერთვება საკანონმდებლო ორგანოების მუშაობის რეჟიმში, როგორც პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ნიკა მელიას თქმით ბრძოლა გადადის დამაგვირგვინებელ, გადამწყვეტ ფაზაში.

"ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან. იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი თუ საკომიტეტო სხდომათა დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დრბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა, რადგან წელს ბიძინა ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და დამარცხდეს ქართველი ხალხის სახელით.

გამარჯვება არის ხელის გაწვდენის მანძილზე და ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული.

ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი რეჟიმის წარმომადგენლობისთვის კომფორტის რეჟიმის შექმნა თუნდაც ერთი ცალკე აღებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა რომ ავიღოთ შენობაში, უკვე არის საჩუქარი. ამიტომ ჩვენ ამდენად დიდსულოვნებას ჩვენ ბიძინა ივანიშილის მიმართ ვერ გამოვიყენებთ", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system