თავში

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა
ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.

თინა ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთნ ერთად მივიდა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო ხელმოწერები მოგროვდება.

„ საჭიროა სულ 50 დეპუტატის ხმა, ოპოზიცია და იმედი მაქვს, დამოუკიდებელი დეპუტატები ამას მხარს დაუჭერენ, ერთობლივად 30-ზე მეტი დეპუტატია, შესაბამისად, სულ 17-18 უმრავლესობის დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი მმართველი პარტიიდან კომისიის შექმნის ინიციატივას, თუმცა შესაძლოა, ასეთი დეპუტატებიც გამოიძებნონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system