თავში

"ნაცმოძრაობა" იბრძვის იმისთვის, რომ ისტორიიდან ივანიშვილის როლი ამოიღონ" - შალვა პაპუაშვილი

"ნაცმოძრაობა" იბრძვის იმისთვის, რომ ისტორიიდან ივანიშვილის როლი ამოიღონ" - შალვა პაპუაშვილი
ნაცმოძრაობა იბრძვის იმისთვის, რომ ისტორიიდან ივანიშვილის როლი ამოიღონ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ არსებულ ჩანაწერს ეხმაურება.

მისი თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი კომპონენტი თანამედროვე ისტორიის სწავლებაა.

პაპუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა"  რეალურად იბრძვის იმისთვის, რომ ისტორიიდან ბიძინა ივანიშვილის როლი ამოიღონ.

"არის მცდელობა, პოლიტიკა ჩაერიოს განათლებაში და პოლიტიკოსები 21-ე საუკუნის ცენზორებად მოგვევლინონ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი კომპონენტი თანამედროვე ისტორიის სწავლებაა. 

როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აქცენტს აკეთებს იმაზე, ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ისტორიაში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გვერდზე უნდა იყოს თუ არა ნახსენები, იბრძვიან არა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემები ამოღებული იყოს წიგნიდან, არამედ იმისთვის, რომ ამ ადამიანის როლი ამოიღონ ისტორიიდან. ეს არის ბრძოლა ისტორიასთან და პირდაპირი ცენზურაა", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 5 დეკემბერს "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი ფეისბუქგვერდით გაავრცელა ფოტო ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელშიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ადიდებენ.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატადაა მოხსენიებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილსა და ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს აპროტესტებენ.

ისინი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდან ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეტანილი პარაგრაფის ამოღებას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system