თავში

"ნაცმოძრაობა თანამონაწილეა იმის, რაც 5 ივლისს თბილისში ხდებოდა" - ჩერგოლეიშვილი

"ნაცმოძრაობა თანამონაწილეა იმის, რაც 5 ივლისს თბილისში ხდებოდა" - ჩერგოლეიშვილი
ნაცმოძრაობა თანამონაწილეა იმის, რაც 5 ივლისს თბილისში ხდებოდა - ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს, რადგან პარტია გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციას არ შეურთდა. 

"ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გუშინდელი საქციელი (უსაქციელობა) - როგორც დაიმალნენ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში თავისუფლების ბედი წყდებოდა, თუ მედიის მხრიდან კითხვების და ლუპის ქვეშ არ მოექცევა, არ უნდა გაგვიკვირდეს, მოძალადე ბანდების თარეში.

ასეთი პოპულისტური კომპრომისები სინდისთან და ამ ქვეყნის თავისუფლებასთან, ახალისებს მოძალადეებს ჟურნალისტებს სცემონ, ტურისტები დაჭრან და ქვეყნის თავისუფლებას საფრთხე შეუქმნან.

თანამონაწილეა ნაცმოძრაობა იმის, რაც 5 ივლისს თბილისში ხდებოდა" - წერს ჩერგოლეიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system