თავში

,,ნაცების"კოალიციიდან რამდენიმე პარტიას პარლამენტში შემოსვლის სურვილი აქვს - სუბარი

,,ნაცების"კოალიციიდან რამდენიმე პარტიას პარლამენტში შემოსვლის სურვილი აქვს - სუბარი
,,ნაცებისკოალიციიდან რამდენიმე პარტიას პარლამენტში შემოსვლის სურვილი აქვს - სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტია კიდევ შევა.

სოზარ სუბარის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში შესვლის სურვილი აქვს.

,,დღეს საქართველოს პარლამენტში არის ორი პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შემოვა რამდენიმე პარტია. ორი პარტია თქვენთან იყო რომლებიც ამბობენ, რომ გარკვეულ პირობას აყენებენ, მაგრამ მზად არიან შემოსასვლელად. დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოჩნდება 1-2 პარტია, რომლებიც შემოვლენ. შეიძლება არ შემოვიდნენ "ევრონაცები" და "ნაცები", მაგრამ "ნაცების" კოალიციაში არის არაერთი პარტია, რომელთაც, ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ სურვილი აქვთ შემოსვლის. რამდენად დაუძვრებიან სააკაშვილის ბულინგს, ეს ცალკე საკითხია,"- განაცხადა სოზარ სუბარმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system