თავში

ნავალნის ფონდის ნაწილი და სტუდია საქართველოში გადადის - მედია

ნავალნის ფონდის ნაწილი და სტუდია საქართველოში გადადის - მედია
ნავალნის ფონდის ნაწილი და სტუდია საქართველოში გადადის - მედია

რუსული მედიის, РБК-ის ცნობით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი გადაცემების საქართველოდან ტრანსლირებას გეგმავს.

როგორც სააგენტო წერს, საქართველოში უკვე გადმოვიდა ფონდის რამდენიმე წევრი, მათ შორის გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და ტექნიკური ჯგუფი. 

საკუთარ წყაროზე დაყრდნობით РБК ასევე წერს, რომ საქართველოში გამოგზავნილია ძვირადღირებული ტექნიკის ნაწილიც.

აპრილის შუა რიცხვებში ნავალნის შტაბები და კორუფციასთან ბრძოლის ფონდი პროკურატურამ გაჩხრიკა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, "ნავალნის შტაბებისა" და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიზანი "ფერადი რევოლუციისა" და ქვეყანაში სოციალურ პოლიტიკური სიტუაციის "დესტაბილიზაციის გზით" რუსეთს საკონსტიტუციო მოწყობის საფუძვლების შეცვლაა.ასევე გენერალური პროკურატურა თვლის, რომ ამ სტრუქტურებით მოქმედებენ საერთაშორისო ორგანიზაციები რომელთა საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ოფიციალურად აღიარებულია, როგორც არასასურველი.

აპრილის ბოლოს "ნავალნის შტაბების" საქმიანობა ექსტრემისტულად და ტერორისტულად გამოცხადდა. ის რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა შესაბამის ნუსხაში შეიტანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system