თავში

NDI: გამოკითხულთა 45%-ის შეხდეულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

NDI: გამოკითხულთა 45%-ის შეხდეულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას
NDI: გამოკითხულთა 45%-ის შეხდეულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" დგას.

კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - გამოკითხული მოსახლეობის 9 % პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", 6 %-მა პასუხი არ იცის, 4 %-მა უარი თქვა პასუხზე, 4 % - "პატრიოტთა ალიანსი", ასევე 4 % - "ევროპული საქართველო", 9 %-მა აირჩია კატეგორია „სხვა“.

გამოკითხულთა 26 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system