თავში

NDI: გამოკითხულთა 60 % მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

NDI: გამოკითხულთა 60 % მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
NDI: გამოკითხულთა 60 % მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 პროცენტი კი დადებითად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-მ კვლევის შედეგების პირველი ნაწილი 17 სექტემბერს წარადგინა, რომელიც ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მიგნებებს ეხებოდა.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system