თავში

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით 20 ივნისის ღამეს გადამეტებული ძალა გამოიყენეს

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით 20 ივნისის ღამეს გადამეტებული
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით 20 ივნისის ღამეს გადამეტებული ძალა გამოიყენეს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.

კერძოდ, რესპონდენტთა 68 % აცხადებს, რომ ხელისუფულებამ 20 ივნისს გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22 % მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალა აქციის მონაწილეების დასაშლელად სათანადო იყო, 4% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 6% კი ამ კითვაზე პასუხს „არ ვიცი“ აფიქსირებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system