თავში

NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" 20% მისცემდა ხმას

NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" 20% მისცემდა ხმას
NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს ქართულ ოცნებას 20% მისცემდა ხმას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიებს მისცემდნენ ხმას, პარტიები ასე გადანაწილდა: 

„ქართული ოცნება“ 20 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 4-4 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system