თავში

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს
NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ NDI და CRRC–საქართველო დღეს მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს, 10:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system