თავში

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19 კაციან სიას პარლამენტი იურიდიულ კომიტეტში დღეს უყრის კენჭს. 

მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატურების დამტკიცება დეპუტატებს უკვე საპარლამენტო სესიაზე მოუწევთ.

დღევანდელი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია პარლამენტთან შეკრებას დილიდან აპირებს. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებდნენ, ჩააგდონ კანდიდატურები.

სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნით ნინო ლომჯარიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა სარჩელით.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ მზად აქვს დასკვნა, რომელსაც კომიტეტს წარუდგენს. დეპუტატის მტკიცებით, დასკვნაში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული რისკებია ხაზგასმული.

უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 50 კანდიდატთან გასაუბრება აგვისტოში დაასრულა. შერჩეული 20 კაციანი სია პარლამენტს 7 სექტემბერს წარედგინა. საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის უვადო კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდა.

20 კაციან სიას საკუთარი სურვილით გამოეთიშა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე. მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი თქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system