თავში

ნებისმიერ პატიმრობას აქვს ვადა - იაგო ხვიჩია "კომენდანტის საათის" შესახებ

ნებისმიერ პატიმრობას აქვს ვადა - იაგო ხვიჩია "
ნებისმიერ პატიმრობას აქვს ვადა - იაგო ხვიჩია კომენდანტის საათის შესახებ

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიაჩიას განცხადებით "კომენდანტის საათი" უნდა მოიხსნას. მისი თქმით, ადამიანები დღითი დღე ღარიბდებიან და არ შეიძლება, რომ ასეთ პირობებში ისეთი "შეურაცხმყოფელი შეზღუდვა" არსებობდეს, როგორიც არის 21:00 საათის მერე სახლიდან ვერგამოსვლა. 

ხვიჩიას განმარტებით, ყველა პატიმრობას აქვს ვადა და არ შეიძლება პარლამენტის წევრებს არ ჰქონდეთ პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.

"ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ ამ ქვეყნიდან რამე გამოვა და რაღაც შეიცვლება. ასეთ პირობებში ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოცხადებული "კომენდანტის საათი". ფაქტობრივად, ადამიანების გაღარიბების პროცესი ყოველდღიურად ხდება ჩვენს თვალწინ და გამოცხადებული გვაქვს ადამიანებისთვის შეზღუდვა, თან შეურაცხმყოფელი შეზღუდვა, როგორიც არის 21:00 საათის მერე სახლიდან ვერგამოსვლა. ნებისმიერ პატიმრობას აქვს ვადა და უნდა ჰქონდეს ვადა ნებისმიერ ასეთ შეზღუდვას, რომელიც ეხება მთელი ქვეყნის უდანაშაულო მოსახლეობას. 

შეიძლება პარლამენტს და პარლამენტის წევრებს კითხვაზე არ ჰქონდეს პასუხი როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? შეიძლება მთელი ქვეყნის მოსახლეობის 6 თვე ციხეში გამოკეტვა ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნდეს? შეიძლება ეკომომიკის ასეთ გაჩერებას ვეგუებოდეთ ისე, რომ თითქოს არაფერი არ ხდება? შეიძლება 100 ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილს ვპასუხობდეთ იმით, რომ იცით რა ვირუსია და რა ვქნათ სხვებიც ასე იქცევიან, შეიძლება იმედს არ ვაძლევდეთ ადამინებს, რომ რაღაც დაიწყება ქვეყანაში და ოდესღაც იურთიერთობენ?" , - განაცხადა ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system