თავში

თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანელ დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ბრიტანეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში Noble Partner 2020 ბრიტანელი სამხედროების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი ბრუმველი დაესწრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system