თავში

ნიკა მელია მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა ყველასთან - თამარ კორძაია

ნიკა მელია მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა ყველასთან - თამარ კორძაია
ნიკა მელია მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა ყველასთან - თამარ კორძაია

"რესპუბლიკური პარტიის"ლიდერმა თამარ კორძაიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნიკა მელია მზად არის გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა, რათა "ქართულმა ოცნებამ" თვითმართველობის არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს.

"ნიკა მელიას განწყობაა სამომავლოდ, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას. ის მზად არის, გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ მიიღოს 43% ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე", - განაცხადა კორძაიამ.

გარდა ამისა, როგორც კორძაიამ აღნიშნა, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system