თავში

მამუკა მდინარაძე: დილიდან ვუყურებთ გაცვეთილი, მეორადი ,,კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს

მამუკა მდინარაძე: დილიდან ვუყურებთ გაცვეთილი, მეორადი ,,კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს
მამუკა მდინარაძე: დილიდან ვუყურებთ გაცვეთილი, მეორადი ,,კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მაჟორიტარების ბიუროებთან განვითარებულ პროცესებს მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს უწოდებს. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს ქვეყანაში არეულობის გამოწვევა სურთ.

„ჩვენ დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი, მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს. ამ მარგინალი „კმარელების“ განუვითარებლობამ მოგვცა დღევანდელი, ეს ცუდი სპექტაკლები. არ გამოვრიცხავ, რომ აქციაზე, შეიძლება, არის არაერთი გულწრფელი მოქალაქე, ვისაც მართლა სჯერა თავისი აზრის, რომ ხელისუფლება არ მოიქცა კარგად. პატივს ვცემთ, ვუფრთხილდებით მათ უფლებებს. ნახეთ, როგორ დაიშალა აქცია, როგორ იმოქმედა პოლიციამ და დღეს, რაც ყველაზე მთავარი იყო, პოლიციას მოუწია ხალხისგან „ნაციონალური მოძრაობის“, ბოკერიას ფრთის დაცვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროს შენობაზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ. რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system