თავში

ნიკა გვარამია გიორგი ვაშაძეს პასუხობს

ნიკა გვარამია გიორგი ვაშაძეს პასუხობს
ნიკა გვარამია გიორგი ვაშაძეს პასუხობს

"ეთერს რომ მათხოვრობდით წინასაარჩევნოდ და ახლა ვერ მოგიყვანეთ სტუდიაში, თქვენ ის გიორგი ვაშაძე არ ხართ?!",- ნიკა გვარამია გიორგი ვაშაძის კომენტარს პასუხობს, რომლის მიხედვითაც, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს "სტრატეგია აღმაშენებელს" პარლამენტში შესვლა სურს  ნიკა გვარამიას მხარდაჭერილი სიცრუეა.

გვარამიას თქმით ეს კომენტარი ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია.

"ბატონო Giorgi Vashadze რა ჩემ მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, თან ჩემი მონაწილეობით, დაგიყენეს ისანში კანდიდატი? თან იმ ისანში, სადაც მეორე ადგილზეც ვერ გახვედით? რა მთავარი არხი გიძღვნიდათ ბინძურ სიუჟეტებს?! რას ქვია არ დაგირეკეს? პასუხზე რომ უარი თქვით, თქვენ არ იყავით?!! ეთერს რომ მათხოვრობდით წინასაარჩევნოდ და ახლა ვერ მოგიყვანეთ სტუდიაში, თქვენ ის გიორგი ვაშაძე არ ხართ?!!უკაცრავად, რა ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია?!!მობრძანდით დღეს ეთერში და მომიყევით მეც და მაყურებელსაც ვის და რაში ადანაშაულებთ?!! ძალიან სირცხვილია",- წერს გვარამია სოციალურ ქსელში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system