თავში

ნიკა მელია: აქტივობა გამოწვეულია ჟინით, ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი

აქტივობა გამოწვეულია ჟინით, ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი
ნიკა მელია: აქტივობა გამოწვეულია ჟინით, ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი

"შეუძლებელია, დილის რვის ნახევრიდან იყოს ამხელა აქტივობა და ეს აქტივობა არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მან არჩევნებში საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. 

მისი თქმით, არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს. 

"ყელში ამოუვიდა ყველას ცინიზმი, დაცინვა მთელი რვა წლის განმავლობაში, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ყველაფერი ისე არის, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა. ხალხს არ უნდა, მაგრამ მერე რა, თქვენ მაინც ბედნიერები უნდა იყოთ, რადგან ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხომ არის ბედნიერი?! პასუხი იქნება ღირსეული, მშვიდი და უდრეკი. ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს. ამ ქვეყანაში ოლიგარქს არ ექნება გაქანება და ასპარეზი დღეიდან, ხვალიდან უკვე ექნება ქართველი ხალხის ნიჭიერებას და არა ერთი ადამიანის სურვილებს. ერთი ეს არ ყოფილა, რაც უკვე ვთქვი, პრეცედენტის სახით უბნებზე რიგები და მეორე, მე არ მახსენდება, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩი ცესკო-ში მისულიყო. ესეც ნიშნავს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან ქართველი ხალხის გვერდით, ქართველ ხალხთან და არჩევანს არასდროს არავის მოაპარინებენ, არ მოვაპარინებთ ქართველი ხალხის არჩევანს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system