თავში

ნიკა მელია: არ იყო სასიამოვნო საყურებელი პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა

ნიკა მელია: ​არ იყო სასიამოვნო საყურებელი პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა
ნიკა მელია: არ იყო სასიამოვნო საყურებელი პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა

მელიას თქმით, ‘ხელისუფლებამ’ საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა - ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ ‘ხელისუფლებას’ გვერდით მიუჯდა.

"არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ.

ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს", - ნათქვამია მელიას Facebook პოსტში. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system