თავში

ნიკა მელია: დევი ჭანკოტაძე იქნება საარჩევნო სიაში

ნიკა მელია: დევი ჭანკოტაძე იქნება საარჩევნო სიაში
ნიკა მელია: დევი ჭანკოტაძე იქნება საარჩევნო სიაში

დევი ჭანკოტაძე, ჩემი მეგობარი, სრულფასოვნად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში და იქნება საარჩევნო სიაში, - ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, გენერალი დევი ჭანკოტაძე პროპორციულ საარჩევნო სიაში იქნება.

"დევი ჭანკოტაძე არის ძალიან დამსახურებული საქართველოს მოქალაქე, გენერალი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ძნელბედობის ჟამს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლებში. პირდაპირ გეტყვით, ეს ადამიანი, ბატონი დევი ჭანკოტაძე, მეგობარი ჩემი, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული სრულფასოვნად საარჩევნო კამპანიაში. დევი ჭანკოტაძე, რა თქმა უნდა, იქნება საარჩევნო სიაში," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system