თავში

ნიკა მელია ელენე ხოშტარიას პირველივე ტურში გამარჯვებას პროგნოზირებს

ნიკა მელია ელენე ხოშტარიას პირველივე ტურში გამარჯვებას პროგნოზირებს
ნიკა მელია ელენე ხოშტარიას პირველივე ტურში გამარჯვებას პროგნოზირებს

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია გლდანის რაიონში პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. დღეს ისინი გლდანის ამომრჩეველს შეხვდნენ.

ელენე ხოშტარია დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში გლდანის რაიონში. ელენესნაირი ენერგიული დეპუტატი და შემდგომ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს ქომაგად. ამიტომ წარმატებები ელენეს და წარმატებები გლდანის რაიონს". - განაცხადა ნიკა მელიამ.

პირველივე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, გლდანმა 2020 წლის არჩევნებზე ძალიან დიდი ბრძოლისუნარიანობა აჩვენა.„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სიის პირველი ნომერი კი არ ვიყო, არამედ, უშუალოდ ვიყო ამ მებრძოლ ხალხთან ერთად და ამ უბანში დავდოთ გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი, რომ პირველივე ტურში გლდანმა გამარჯვება გამოაცხადოს. გამარჯვება არ მოდის მხოლოდ პოლიტიკოსების ხარჯზე, ეს გამარჯვება მოდის ხალხის შემართების და ბრძოლის ხარჯზე და ეს გასულმა წელმაც გვაჩვენა", - განაცხადა ხოშტარიამ.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system