თავში

ნიკა მელია: ისტორიის ჩარხი უკვე წაღმაა დატრიალებული

ნიკა მელია: ისტორიის ჩარხი უკვე წაღმაა დატრიალებული
ნიკა მელია: ისტორიის ჩარხი უკვე წაღმაა დატრიალებული

"ისტორიის ჩარხი უკვე წაღმაა დატრიალებული და ამას ვეღარავინ ვერასდროს ვეღარ მოატრიალებს", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ოლიგარქი იძულებული გახდა, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები, რითაც ქვეყანამ გამრჯვებას მიაღწია.

"ეს შედეგი ვერ მიიღწეოდა, თუ ოპოზიცია ერთიანობას არ შეინარჩუნებდა და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მოქალაქეებს მხარს არ დაუჭერდნენ. ქართული ოცნება საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა, რის გამოც, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღარ და ვეღარც იქნება მარტო ვერცერთ გადადგმნულ ნაბიჯში, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, როგორც არასდროს, დგას გვერდით და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას და ამას სჭირდება განვითარება”, - განაცხადა მელიამ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system