თავში

ნიკა მელია კიევიდან დაბრუნდა - შედის თუ არა ენმ პარლამენტში

ნიკა მელია კიევიდან დაბრუნდა - შედის თუ არა ენმ პარლამენტში
ნიკა მელია კიევიდან დაბრუნდა - შედის თუ არა ენმ პარლამენტში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინიდან დაბრუნდა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებს მართავდა. ნეკია მეილამ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მისი შეხვედრა ნაყოფიერი იყო. 

ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პირადად აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, თუმცა იგეგმება შეხვედრები რეგიონებში და გადაწყვეტილების თაობაზე თვის ბოლოს ისაუბრებენ და გადაწყვეტლებას 10 დღეში გაახმაურებს. 

„დღიდან გათავისუფლებისა ვთქვი, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, მეგობრებთან ერთად, არ ვიჩქარე. პატივისცემის ღირსია ყველა ჯგუფი, ბლოკი, „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში ვინც არის გაერთიანებული. სამი თვე არ მქონია მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს რომ გამეკეთებინა არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელებასა თუ არგაგრძელებასთან დაკავშირებით. მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი ამისთვის გამოვიყენე. ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოზიციების შეჯერება ხდება, რითიც ამაყობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი გარშემო მუშობს იმისთვის, რომ ეს ასე არ იყოს. ყოფილა და იქნება საკითხები, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით, რადგან არის საღი აზრი და როდესაც საღი აზრის ფარგლებში ვართ მოქცეული, იქ შეუძლებელია, არ მიიღო რაციონალური გადაწყვეტილება.

ადამიანი არ მინახავს ორწელიწად-ნახევარია. როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, მას ამის შესაძლებლობა არ ეძლევა, ავიღე ბილეთი და ვისაუბრეთ ორი დღის განმავლობაში. ამ ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება და ის ჩასაფრებული ბევრი ადამიანი, შიგნით თუ გარეთ, არ მგონია ნასიამოვნები დარჩეს იმით, რომ ჩვენ შორის იქნება ურთიერთგაგება და არ იქნება, ის რაც მათ სურთ. სურთ, კონფლიქტი ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის და ეს არ იქნება. პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა იყოს ერთობა განსხვავებულ პოზიციებზე მყოფ ჯგუფებს შორის და ეს მეამაყება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ასეთი პოზიციები და პოზიციების შეჯერება ხდება. ამიტომ, ამ ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system