თავში

ნიკა მელია: პარლამენტში დაბრუნების სურვილი არ მაქვს

ნიკა მელია: პარლამენტში დაბრუნების სურვილი არ მაქვს
ნიკა მელია: პარლამენტში დაბრუნების სურვილი არ მაქვს

საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა. სასამართლოზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

ნიკა მელიას თქმით, მას პარლამენტში დაბრუნების სურვილი არ აქვს, თუმცა, ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა მის წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომლის შედეგადაც მას პარლამენტში უფლებამოსილება აღუდგება. 

"ცხადზე უცხადესია, რომ გასაჩივრების მექანიზმის ამოწურვის გარეშე პარლამენტმა მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება და მიიღო დადგენილება, რომლის მიღების უფლებაც მას არ ჰქონდა და დადგა ამ სასამართლოს გამართვის აუცილებლობა. თავს ვერ დავდებ რა თქმა უნდა, მაგრამ რაც აქ მოვისმინე მთელი ამ საათების განმავლობაში, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული კონსტიტუციის სასარგებლოდ და არა რომელიმე ცალკე აღებული დეპუტატის. არ მაქვს პარლამენტში დაბრუნების სურვილი",- განაცხადა მელიამ

ცნობისთვის, ნიკა მელიამ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას ასაჩივრებს.

მელიას საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს, მეგობრის სტატუსით, საკუთარი მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმაც.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 000-ს ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. სასამართლომ მელია საქმის ერთ ეპიზოდში გაამტყუნა, მეორეში კი გაამართლა. ამ განაჩენის შედეგად, ნიკა მელიას საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system