თავში

ნიკა მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა ჩაანაცვლა

ნიკა მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა ჩაანაცვლა
ნიკა მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა ჩაანაცვლა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა ჩაანაცვლა. გადაწყვეტილებას კენჭი დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე უყარეს, ბადრი ბასიშვილს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ორი იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ითხოვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბადრი ბასიშვილის ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ კენჭისყრის საკითხი არ განხილულიყო ან გადადებულიყო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდოდნენ.

თუმცა როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტი მოითხოვს, რომ აუცილებლად მოხდეს კენჭისყრა, წინაღმდეგ შემთხვევაში სხვა საკითხებს ვერ განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system