თავში

ნიკა მელია: საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში

ნიკა მელია: საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში
ნიკა მელია: საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდმარე ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან ინტერვიუ გამოაქვეყნა. Facebook პოსტის საშუალებით მან ის საკითხები მიმოიხილა, რომელიც დღეს ამ საკითხის გარშემო მეტად აქტუალურია. 

მისი თქმით, სჯეროდა, რომ პატიმრობის პერიოდში მხნედ იქნებოდა, თუმცა ვერ წარმოედგინა თუ აძე მზად იყო ფსიქოლოგიურად. 

"დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის", - წერს ნიკა მელია. 

იგი აღნიშნავს, რომ პროკურატურა სავარაუდდოდ შიშობს საერთაშორისო გამოხმაურებების გამო.

"რა გირაო უნდა გადავიხადო, მსგავსი სისულელე რა მოაფიქრათ? ეტყობა ძალიან შეშინებული არიან საერთაშორისო გამოხმაურებებით.შემოაქვთ ჩემთან ყოველდღე და ვკითხულობ. სწორად არიან შეშინებული. რაც შეეხება გირაოს მესამე პირის მიერ შეტანას, ღიად ვამბობ, ვინც ფსევდო ალტრუისტული მიზეზით, ბიძინას დავალებით შეიტანს გირაოს, ის ივანიშვილზე დიდი მტერი იქნება ჩემი. ღიად ვამბობ და ვაფრთხილებ ყველას", - წერია ნიკა მელიას ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system