თავში

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს
ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

"ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან. მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და გადავდივარ ბრძოლაში, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, არჩევნებში თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. 

"გუშინ "ოცნებამ" დატოვა დასავლური სივრცე და გუშინ "ოცნებამ" მთავარ პარტნიორად აღიარა რუსეთი. კიდევ უფრო მკაფიო გახდა, რასთან გვაქვს საქმე, კიდევ უფრო ნათელი და ცხადი გახდა, რა არჩევნების წინაშე დგას ქართველი ერი, აქედან გამომდინარე, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის და უკვე დამარცხეული "ოცნების" გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არანაირი სიტყვა არავინ არ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებული, რომელიც მიმართულია არჩევნებთან, ეს არის "ქართული ოცნების" ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს "ოცნებას" საგარეო კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. ეს არის ცხადზე უცხადესი, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ძალა არის ჩვენ მხარეს, თოთოეული ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მე პირადად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას, ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და გადავდივარ ქართველ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად. ", - ამბობს ნიკა მელია. 

მისი თქმით, რეფერენდუმის შემდეგ არსებული პარლამენტი დაიშლება, თუმცა მანამდე, მისი პარტიის სხვა წევრები პარლამენტში დარჩებიან, რათა საკანონმდებლო ორგანოში "ცალკეული ტექნიკური საკითხი ბოლომდე მიიყვანონ".

"ორ თვეში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს რეფერნდუმში და ეს რეჟიმი დათმობს ძალაუფლებას" - განაცხადა მელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system