თავში

ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა

ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა
ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ შინა პატიმრობის სამაჯური პროტესტის ნიშნად მოიხსნა. 

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვის გამოსვლის დროს მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. 

"მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. გამორიცხულია! ზუსტად ვიცი ვიჯდები ციხეში, ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში. უახლოეს დღეებში ქართველი ხალხი გაიმაჯრვებს!", - განაცხადა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, ნიკა მელიას სამაჯური 3 ივლისს გაუკეთეს, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა.

მანამდე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. 

უფრო ადრე კი, საქართველოს პარლამენტმა 26 ივნისს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი.

ნიკანორ მელიას პროკურატურა 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ედავება, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system